Tuesday, February 17, 2015

ჩიჩენ-იცა

   ჩიჩენ-იცა ( მექსიკა)-ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ.
ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მექსიკანიზებული სტილიდან პუუკის სტილამდე, რომელიც გაბატონებული იყო პუუკის მაიას ჩრდილოეთ დაბლობებზე. თავდაპირველად ცენტრალური მექსიკის სტილის არსებობა ამ რეგიონში დაპყრობების გავლენა ეგონათ, თუმცა თანამდეროვე ინტეპრეტაციით ეს უფრო კულტურული დიფუზიის შედეგი უნდა ყოფილიყო.
არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. ჩიჩენ-იცას ჰეგემონიის დაკნინების შემდეგ, რეგიონულმა ცენტრმა იუკატანზე მაიაპანში გადაინაცვლა.
ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

google.com

ინკების ქალაქი

     ინკების ქალაქი – მაჩუ-პიქჩუ (პერუ) – ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ. სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით.
ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა. მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს. ქალაქი ბინგემამდე რამოდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ-პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუქები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.

google.com

ქრისტეს ქანდაკება


     ქრისტეს ქანდაკება (რიო – ბრაზილია) – ქრისტეს ქანდაკება (პორტ. ჩრისტო რედენტორ ). იგი მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში მთა კორკოვადოს წვერზე. დამზადებულია მთლიანად რკინაბეტონით და რეცხვადი ქვით. ქრისტეს ქანდაკების ზუსტი ზომებია: სიმაღლე – 38 მ. , ამასთანავე კვარცხლბეკი – 8 მ. , წონა – 1145 ტ. , გაშლილი ხელების სიგრძე – 30 მ. ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული მონუმენტია მსოფლიოში. ყოველ დღე მილიონობით ტურისტი ადის მის კვარცხლბეკზე საიდანაც იშლება  ქალაქის  გასაოცარი პანორამა. მთის წვერისკენ მიდის სარკინიგზო გზა, რომელზეც გადაადგილდებიან პატარა მატარებლები. ისინი ააშენეს 1882-1884 წლებში ქრისტეს ქანდაკების აგებამდე. ამ გზამ ქრისტეს ქანდაკების ამ ადგილას დადგმაში დიდი როლი ითამაშა.  მთის წვერზე სამშენებლო მასალები სწორედ მისი მეშვეობით აჰქონდათ. ქანდაკებამდე მისვლა შეიძლება ასევე მანქანითაც ავტოსტრადით რომელიც გადის სახელმწიფო ნაკრძალ დედამიწის ფორმის ,,ტიჟუკაზე”. ,,ტიჟუკა” არის ყველაზე დიდი ტყის მასივი მსოფლიოში და მდებარეობს ქალაქის საზღვრებში.
ბრაზილიის ნაციონალური დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე საფუძველი ჩაეყარა რიო-დე-ჟანეიროში (მაშინდელი ბრაზილიის დედაქალაქი) ქრისტეს ქანდაკების აშენებას. ქანდაკების აშენებაში აგრეთვე მონაწილეობდა მაშინდელი რიო-დე-ჟანეიროს არქიეპისკოპოსი დონ სებასტიან ლემე. ქანდაკების მშენებლობა გაგრძელდა დაახლოებით ცხრა წელი – 1922-დან 1931 წლამდე.

google.com


უძველესი ქალაქი პეტრა

   უძველესი ქალაქი პეტრა (იორდანია)-ქალაქი პეტრა თავისი სიძველითა და ისტორიული, თვალწარმტაცი სანახაობით, ყოველ წელს უამრავ ტურისტს იზიდავს. ქალაქში მოხვედრისთანავე დამსვენებელთა თვალწინ ახალი სამყარო იშლება. აქ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი სასახლე ელ – კაზნე, მონასტერი ელ – დეირი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ კაზნეს ქვეშ დამარხულია განძეული და თუკი ადამიანი საჭირო ადგილს იპოვის მათ თვალწინ ოქროს გორები გადაიშლება. 

google.com



კოლიზეუმი

        კოლიზეუმი ( რომი – იტალია ) ფლავიუსების ამფითეატრი, გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 – 80), გეგმის მიხედვით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე).ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლიზეუმის მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვივ და იგი აშენდა ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორ დომიციანეს ზეობისას.

google.com

Thursday, February 12, 2015

ტაჯ-მაჰალი

    ტაჯ-მაჰალი (აგრა – ინდოეთი) ”სასახლე-გვირგვინი” – ძეგლი აგრაში, ინდოეთში, აგებულია 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორ შაჰ ჯაჰანის შეკვეთით ტაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი, როგორც მუმთაზ მაჰალი) მავზოლეუმი.ტაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
ტაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრ გუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.

google.com

ჩინეთის დიდი კედელი

     ჩინეთის დიდი კედელი (პეკინი – ჩინეთი) – ჩინურად “ვანლი ჩან ჩენ”, ანუ ჩინეთის დიდი კედელი “10000 ლის სიგრძის კედელს” ნიშნავს. იგი დიდი სამხედრო გამაგრებაა, რომლის მშენებლობაც მომდინარეობდა ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ახ. წ. მე-17 საუკუნემდე, სხვადასხვა დინასტიების, მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმების დასაცავად. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა.  ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ.
ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად. აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.

google.com