
ჩინეთის დიდი კედელი (პეკინი – ჩინეთი) – ჩინურად “ვანლი ჩან ჩენ”, ანუ ჩინეთის დიდი კედელი “10000 ლის სიგრძის კედელს” ნიშნავს. იგი დიდი სამხედრო გამაგრებაა, რომლის მშენებლობაც მომდინარეობდა ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ახ. წ. მე-17 საუკუნემდე, სხვადასხვა დინასტიების, მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმების დასაცავად. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ.
ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად. აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.
google.com
No comments:
Post a Comment